ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი

სივრცე, საზოგადოება, პოლიტიკა

VII საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია
TSU Image

ევროინტეგრაცია, როგორც განვითარების ფაქტორი

SSP

20-22 ივნისი, 2019

  Eng Geo
მთავარი ინფორმაცია კონფერენციის შესახებ კონფერენციის პროგრამა რეგისტრაცია აბსტრაქტების შერჩევა კონფერენციის კალენდარი კონფერენციის სამეცნიერო კომიტეტი კონტაქტი კრებული ფოტო გალერეა ვიდეო გალერეა არქივი  
 

მთავარი

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი 

VII  საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია

„სივრცე, საზოგადოება, პოლიტიკა –

ევროინტეგრაცია, როგორც განვითარების ფაქტორი“

20-22 ივნისი, 2019


თბილისი, საქართველო


  

2019 წლის 20 – 22 ივნისს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ორგანიზებით იმართება VII საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „სივრცე, საზოგადოება, პოლიტიკა - ევროინტეგრაცია, როგორც განვითარების ფაქტორი.“ 

კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი იწვევს როგორც ქართველ, ისე უცხოელ პროფესორებს, მკვლევრებსა და დოქტორანტებს. კონფერენციის მიზანია სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფარგლებში მოღვაწე ქართველმა და უცხოელმა  მეცნიერებმა და მკვლევრებმა  სამეცნიერო საზოგადოებას გაუზიარონ ინოვაციური სამეცნიერო და მეთოდლოგიური მიღწევები.

კონფერენცია „სივრცე, საზოგადოება, პოლიტიკა“ იწვევს პროფესორებს, მკვლევრებსა და დოქტორანტებს, რომლებიც „ევროინტეგრაციას, როგორც განვითარების ფაქტორს“ განიხილავენ პოლიტიკის მეცნიერებისა და საერთაშორისო ურთიერთობების, გეოგრაფიის, სოციოლოგიის, მედიისა და მასობრივი კომუნიკაციის, ანთროპოლოგიის, რეგიონული კვლევების, გენდერის კვლევების, ნაციონალიზმის კვლევებისა და სოციალური მეცნიერების სხვა მომიჯნავე დისციპლინებიდან.

კონფერენციის სამუშაო ენები: ქართული, ინგლისური, რუსული

კონფერენციის აბსტრაქტები დაიბეჭდება ქართულ და ინგლისურ ენებზე, ხოლო შერჩეული მოხსენებები გამოქვეყნდება კრებულში „სივრცე, საზოგადოება, პოლიტიკა V.“