ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი

სივრცე, საზოგადოება, პოლიტიკა

VII საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია
TSU Image

ევროინტეგრაცია, როგორც განვითარების ფაქტორი

SSP

20-22 ივნისი, 2019

  Eng Geo
მთავარი ინფორმაცია კონფერენციის შესახებ კონფერენციის პროგრამა რეგისტრაცია აბსტრაქტების შერჩევა კონფერენციის კალენდარი კონფერენციის სამეცნიერო კომიტეტი კონტაქტი კრებული ფოტო გალერეა ვიდეო გალერეა არქივი  
 

ინფორმაცია კონფერენციის შესახებ


მეშვიდე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის – „სივრცე, საზოგადოება, პოლიტიკა“ სამუშაო თემაა  „ევროინტეგრაცია, როგორც განვითარების ფაქტორი.“

ევროპული ინტეგრაცია ფართო გაგებით გულისხმობს ევროპულ სახელმწიფოთა სოციალურ, პოლიტიკურ, ეკონომიკურ, კულტურულ და სამართლებრივ ინტეგრაციას, რომლის მთავარი მამოძრავებელი ძალაც ევროკავშირია. ევროკავშირის გარდა, ევროპის კონტინენტზე მოქმედებს არაერთი რეგიონული ორგანიზაცია, რომელიც ევროპელ ხალხთა შორის ინტეგრაციისა და თანამშრომლობისათვის იღწვის. ევროინტეგრაცია კვლავაც რჩება პროცესად, რომელიც ევროკავშირის წევრ თუ არაწევრ ევროპელ ერთა, ასევე არაევროპულ ქვეყანათა ცხოვრებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს. ევროინტეგრაცია განვითარების მნიშვნელოვან ფაქტორად გვევლინება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებშიც. ამდენად, კონფერენცია მიზნად ისახავს გაღრმავდეს აკადემიური კვლევა და დისკუსია შემდეგ საკითხებზე: ევროპული ინტეგრაცია და მისი როლი ევროპულ ერთა სოციალურ-ეკონომიკურ, პოლიტიკურ და კულტურულ განვითარებაში; ევროინტეგრაციის გავლენა ადამიანის უფლებებზე, სოციალურ მობილობაზე, დემოკრატიზაციაზე, კანონის უზენაესობაზე, ეკონომიკურ კეთილდღეობაზე, უსაფრთხოებასა და თავდაცვაზე და სხვ.
კონფერენცია იწვევს მონაწილეებს: საზოგადოებრივი გეოგრაფიის, პოლიტიკური მეცნიერების, საერთაშორისო ურთიერთობების, სოციოლოგიის, სოციალური მუშაობის, ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის, დემოგრაფიის, ეკონომიკის, რეგიონული კვლევების, გლობალიზაციის, ანთროპოლოგიისა და სოციალური ფსიქოლოგიის დარგიდან.                                     
კონფერენციის პროგრამა ასევე მოიცავს კულტურულ აქტივობებს.