• (+995 32) 2 25 04 84 (6251)
GEO ENG
Slider 1

26-27 ივნისი,2025

სივრცე, საზოგადოება, პოლიტიკა

XIII საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია

Slider 2

26-27 June,2025

SPACE, SOCIETY, POLITICS

XIII International Scientific Conference

Slider 2

26-27 ივნისი,2025

სივრცე, საზოგადოება, პოლიტიკა

XIII საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია

« »

კონფერენციის შესახებ

XIII საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „სივრცე, საზოგადოება, პოლიტიკა - ციფრული ტექნოლოგიები და ახალი მსოფლიო წესრიგი“

2025 წლის 26-27 ივნისს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ორგანიზებით იმართება XIII საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „სივრცე, საზოგადოება, პოლიტიკა - ციფრული ტექნოლოგიები და ახალი მსოფლიო წესრიგი.“

 

კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად ვიწვევთ როგორც ქართველ, ისე უცხოელ პროფესორებს, მკვლევრებსა და დოქტორანტებს პოლიტიკის მეცნიერებისა და საერთაშორისო ურთიერთობების, გეოგრაფიის, სოციოლოგიის, სოციალური მუშაობის, მედიისა და მასობრივი კომუნიკაციის, ანთროპოლოგიის, რეგიონული კვლევების, გენდერის კვლევების, ნაციონალიზმის კვლევებისა და სოციალური მეცნიერებების სხვა მომიჯნავე დისციპლინებიდან. კონფერენციის მიზანია სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა სფეროში მოღვაწე ქართველმა და უცხოელმა მეცნიერებმა და მკვლევრებმა სამეცნიერო საზოგადოებას გაუზიარონ ინოვაციური სამეცნიერო და მეთოდოლოგიური მიღწევები.

 

კონფერენციის სამუშაო ენებია ქართული და ინგლისური.

კონფერენციის აბსტრაქტები გაივლის რეცენზირებას და გამოქვეყნდება ელექტრონულად (ინდექსირებული იქნება Google Scholar-ში). ავტორებს, ასევე, ექნებათ საშუალება, მოხსენებები სტატიების სახით გამოსაქვეყნებლად გამოგზავნონ Google Scholar-ში ინდექსირებულ ჟურნალში „გარემო და საზოგადოება“

 

რეგისტრაცია

გთხოვთ, შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა და გამოაგზავნოთ ელფოსტაზე  socpol.science@tsu.ge სახელწოდებით  „XIII  საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია“.

რეგისტრაციის ფორმა

 

მნიშვნელოვანი თარიღები

კონფერენციის გამოცხადება: 13 მარტი 2025 წელი

აბსტრაქტის წარდგენის ვადა: 27 აპრილი, 2025 წელი

აბსტრაქტის შერჩევის ვადა: 5 მაისი, 2025 წელი

კონფერენციის ჩატარების თარიღი: 26-27 ივნისი, 2025 წელი

სტატიების გაგზავნის ვადა (არასავალდებულო): 25 სექტემბერი, 2025  წელი

 

მოსაკრებელი

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში „სივრცე, საზოგადოება, პოლიტიკა“ მონაწილეობა უფასოა.