საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებისადმი მიძღვნილი XII საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „სივრცე, საზოგადოება, პოლიტიკა“
2024 წლის 20-21 ივნისს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ორგანიზებით იმართება საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებისადმი მიძღვნილი XII საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „სივრცე, საზოგადოება, პოლიტიკა“
სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად იწვევს როგორც ქართველ, ისე უცხოელ პროფესორებს, მკვლევრებსა და დოქტორანტებს პოლიტიკის მეცნიერებისა და საერთაშორისო ურთიერთობების, გეოგრაფიის, სოციოლოგიის, სოციალური მუშაობის, მედიისა და მასობრივი კომუნიკაციის, ანთროპოლოგიის, რეგიონული კვლევების, გენდერის კვლევების, ნაციონალიზმის კვლევებისა და სოციალური მეცნიერებების სხვა მომიჯნავე დისციპლინებიდან. კონფერენციის მიზანია სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა სფეროში მოღვაწე ქართველმა და უცხოელმა მეცნიერებმა და მკვლევრებმა სამეცნიერო საზოგადოებას გაუზიარონ ინოვაციური სამეცნიერო და მეთოდოლოგიური მიღწევები.
კონფერენციის სამუშაო ენებია ქართული და ინგლისური.
კონფერენციის აბსტრაქტები გაივლის რეცენზირებას და გამოქვეყნდება ელექტრონულად (ინდექსირებული იქნება Google Scholar-ში). ავტორებს, ასევე, ექნებათ საშუალება, მოხსენებები სტატიების სახით გამოსაქვეყნებლად გამოგზავნონ Google Scholar-ში ინდექსირებულ ჟურნალში „გარემო და საზოგადოება“
კონფერენციის მესამე დღეს მოეწყობა კულტურული ღონისძიება (ექსკურსია).
რეგისტრაცია
გთხოვთ, შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა და გამოაგზავნოთ ელფოსტაზე socpol.science@tsu.ge სახელწოდებით „XII საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია“.
მნიშვნელოვანი თარიღები
კონფერენციის გამოცხადება: 7 მარტი 2024 წელი
აბსტრაქტის წარდგენის ვადა: 24 აპრილი, 2024 წელი
აბსტრაქტის შერჩევის ვადა: 30 აპრილი, 2024 წელი
კონფერენციის ჩატარების თარიღი: 20-21 ივნისი, 2024 წელი
სტატიების გაგზავნის ვადა (არასავალდებულო): 22 სექტემბერი, 2024 წელი
მოსაკრებელი
საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში „სივრცე, საზოგადოება, პოლიტიკა“ მონაწილეობა უფასოა.