2025 წლის 26-27 ივნისს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ორგანიზებით იმართება XIII საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „სივრცე, საზოგადოება, პოლიტიკა - ციფრული ტექნოლოგიები და ახალი მსოფლიო წესრიგი.“
კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად ვიწვევთ როგორც ქართველ, ისე უცხოელ პროფესორებს, მკვლევრებსა და დოქტორანტებს პოლიტიკის მეცნიერებისა და საერთაშორისო ურთიერთობების, გეოგრაფიის, სოციოლოგიის, სოციალური მუშაობის, მედიისა და მასობრივი კომუნიკაციის, ანთროპოლოგიის, რეგიონული კვლევების, გენდერის კვლევების, ნაციონალიზმის კვლევებისა და სოციალური მეცნიერებების სხვა მომიჯნავე დისციპლინებიდან. კონფერენციის მიზანია სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა სფეროში მოღვაწე ქართველმა და უცხოელმა მეცნიერებმა და მკვლევრებმა სამეცნიერო საზოგადოებას გაუზიარონ ინოვაციური სამეცნიერო და მეთოდოლოგიური მიღწევები.
კონფერენციის სამუშაო ენებია ქართული და ინგლისური.
კონფერენციის აბსტრაქტები გაივლის რეცენზირებას და გამოქვეყნდება ელექტრონულად (ინდექსირებული იქნება Google Scholar-ში). ავტორებს, ასევე, ექნებათ საშუალება, მოხსენებები სტატიების სახით გამოსაქვეყნებლად გამოგზავნონ Google Scholar-ში ინდექსირებულ ჟურნალში „გარემო და საზოგადოება“
რეგისტრაცია
გთხოვთ, შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა და გამოაგზავნოთ ელფოსტაზე socpol.science@tsu.ge სახელწოდებით „XIII საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია“.
მნიშვნელოვანი თარიღები
კონფერენციის გამოცხადება: 13 მარტი 2025 წელი
აბსტრაქტის წარდგენის ვადა: 27 აპრილი, 2025 წელი
აბსტრაქტის შერჩევის ვადა: 5 მაისი, 2025 წელი
კონფერენციის ჩატარების თარიღი: 26-27 ივნისი, 2025 წელი
სტატიების გაგზავნის ვადა (არასავალდებულო): 25 სექტემბერი, 2025 წელი
მოსაკრებელი
საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში „სივრცე, საზოგადოება, პოლიტიკა“ მონაწილეობა უფასოა.